ადვოკატთა ასოციაცია ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის რეფორმას იწყებს

1 თებერვალი 2016

01 თებერვალს საქართველოს ადვოკატთა ასოციაციამ ადვოკატის პროფესიაში შესვლის სავალდებულო სტაჟირების სისტემის კონცეფციის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები, საქართველოს პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და პროკურორები ესწრებოდნენ.

 

ადვოკატთა ასოციაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრის და საგანმანათლებლო საბჭოს თავმჯდომარე ირაკლი ყანდაშვილის განცხადებით, სავალდებულო სტაჟირების სისტემა გულისხმობს, ადვოკატის პროფესიაში შემოსვლის მსურველის, პროფესიულ უნარ–ჩვევებში მომზადებას, სასწავლო  და პრაქტიკული კურსის გავლის გზით, სავალდებულო სტაჟირების სისტემის მიზანია, საადვოკატო საქმიანობის პრაქტიკული ცოდნისა და უნარ–ჩვევების მქონე  პირის პროფესიაში მიღება.

 

სისტემა უნდა ამოქმედდეს 2017 წლის 1 იანვრიდან.

 

აღნიშნული რეფორმა მიმდინარეობს „საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის“ ინიციატივით და მხარდაჭერილია ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კანონის უზენაესობის მხარდაჭერის პროექტის მიერ საქათველოში და ევროპის საბჭოს მიერ.

აღმასრულებელი საბჭო

სასწავლო ცენტრი

ეთიკის კომისია

კომიტეტები

სარევიზიო კომისია

ადვოკატები

ფონდი

ადვოკატის პროფილი